“ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია იყოს მიღებული“

ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გაზაფხულზე რეზოლუცია იყოს მიღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

“ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გაზაფხულზე რეზოლუცია იყოს მიღებული. ბრიუსელიდან დელეგაცია დღეს დაბრუნდა – მოლოდინები აქაც პოზიტიურია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მსგავსი ფაქტების პრევენცია და რეაგირება მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები