„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სამშენებლო რეგულაციებს აფასებს

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიშა კორძახია თვლის, რომ შრომის ინსპექტორის თანამდებობის შემოღება და გაზრდილი საჯარიმო სანქციები შრომის უსაფრთხოების პრობლემას ვერ მოაგვარებს.

შესაბამისი განცხადება კორძახიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, საკითხი მხოლოდ საჯარიმო პრიზმაში არ უნდა იყოს განხილული.

„სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე სამართლებრივ არეალში, არსებობს ამ სფეროს მარეგულირებელი აქტები და მარეგულირებელი ორგანოები, რომელთაც ხელეწიფებათ აღკვეთონ და პრევენცია მოახდინონ მსგავსი ფაქტების. იმისი ილუზია, რომ დამატებითი ორგანო რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ნამდვილად არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს – ინსპექციას ვგულისხმობ. ინსპექციის შექმნა, ვითარებას რომ არ გამოასწორებს, ამას დაადასტურებს ის რეალობაც, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დადგება. სხვა ორგანოები დიდი ხანია არსებობენ და მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. მე ვფიქრობ, რომ აღსრულებაშია პრობლემა და თუ კი რაიმე სამართლებრივი პრობლემაც იყო, ეს მცირე ცვლილებებით შეიძლებოდა მოგვარებულიყო, რათა აღსრულება ეფექტური გამხდარიყო“, – განაცხადა მიშა კორძახიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები