კარენ კარაპეტიანი: სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს ეკონომიკური ურთიერთოების გაღრმავების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.

კარენ კარაპეტიანის თქმით, სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება.

„დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში. განვიხილეთ, როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე  რეგიონალური საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით  იმ ქმედებებზე,  რაც უნდა განვახორციელოთ  საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი. საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც. უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზედ კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს. მოხარული ვარ რომ აქ ბრძანდებით“,- განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები