ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) -ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.