სტუდენტებმა ანტინარკოტიკულ კამპანიაზე სარეკლამო კლიპი შექმნეს (ვიდეო)

  შსს-მ ანტინარკოტიკულ კამპანიაზე გადაღებული სარეკლამო კლიპების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ტელეჯგუფი მონაწილეობდა.
“კვირა“ ტელეჯგუფის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის პროფესორს, თამარ ბელქანიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
– ამ კონკურსმა თავიდანვე დაგვაინტერესა და დავიწყეთ მასზე ფიქრი, გავაკეთეთ 32 -წამიანი კლიპი: “იყავი ცოცხალი”. ამ კლიპის გადაღება, მენეჯმენტი და მონტაჟი – ყველაფერი თავად სტუდენტებს ეკუთვნით, მათ ძალიან მოინდომეს და, თუმცა კონკურსი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ უკვე გამარჯვებად მივიჩნევთ, რომ მასზე ერთად ვიმუშავეთ.
ჩვენი დამოკიდებულება ამ თემისადმი გამოკვეთილია: ვუერთდებით საერთო მოთხოვნას და ბიოს არას ვუცხადებთ! ამას გარდა, სტუდენტებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მომავალი ჟურნალისტები არიან და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტუალურ თემაზე საკუთარი პოზიცია გააჩნდეთ. მათთვის საინტერესო იყო ისიც, თუ როგორ ტელეპროდუქტს შექმნიდნენ. მჯერა, რომ ჩვენი პოზიცია, აქტიურობა, თავიოსუფლების ხარისხი ბევრს გადაარჩენს.
შეგახსენებთ, რომ ანტინარკოტიკული კამპანი:ა “იყავი ნამდვილი” დაიწყო. კამპანია ერთწლიანია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ნარკოტიკების მოხმარების საფრთხეების შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
“იყავი ნამდვილი” საინფორმაციო მასალების, სარეკლამო რგოლების, სატელეფონო ხაზის შექმნას და საგანმანათლებლო კამპანიების მოწყობას ითვლაისწინებს. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება “ბემონთან” ერთად ახორციელებს.

10335914_742376289126869_2064481562_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=po9N1iPMQBU&feature=youtu.bel” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები