რომელმა კომპანიამ გაარემონტა “სსე”-ს შენობა, სადაც ტრაგედია მოხდა და რას აცხადებს “მაგი სტილის” დირექტორი

„საქენერგოს” შენობაში, საიდანაც მინა ჩამოვარდა და 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, სარემონტო სამუშაოები, კომპანია „მაგი სტილმა“ ჩაატარა.
როგორც „კვირას“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯიჯეიშვილმა განუცხადა, მან მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

„კომპანია „მაგი სტილის“ ამჟამინდელი გუნდი 2012 წელს ჩამოყალიბდა და მომხდართან დაკავშირებით ჩვენ არანაირი შემხებლობა არ გვაქვს. როგორც გავიგე, შენობაში, სადაც ტრაგედია მოხდა, კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარებიათ. თავდაპირველი დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილია, რაც შეეხება დოკუმენტაციას და ყოფილ ხელშეკრულებებს, ყველა დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია განთავსებული“, – აცხადებს გიორგი ჯიჯეიშვილი.

“საქართველოს სახელმწიფო ენერგო სისტემის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს განხორციელდა და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა.“

შეგახსენებთ, რომ შენობა, საიდანაც მინა ჩამოვარდა და ბავშვები დაშავდნენ, “საქენერგოს” კუთვნილებაა. მინა შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩა N 2 -ში, ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს მოხდა.
უბედური შემთხვევის შედეგად, 6 მოზარდი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი, 14 წლის ა.მ -ვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები