ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივითა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ხელშეწყობით განხორციელდა. მასში საბჭოში შემავალი თხუთმეტივე დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

90-მდე ადამიანს სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან კომპეტენტური კონსულტაცია, საჭირო კვლევები და ანალიზები სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ.

„ეროვნული უმცირესობები თბილისის მოსახლეობის 17%-ს შეადგენს. ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. ამიტომ, პერმანენტულად ვთანამშრომლობთ „ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან“ და კლინიკა „ახალ სიცოცხლესთან“, რომელთა დირექციის კეთილი ნებით დღეს, ეს აქცია გაიმართა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები