“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” პოლიტიკურ პროცესებში ერთვება-ადამიანები არ უნდა იყოფოდნენ მტრებად და მეგობრებად (ფოტო)

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” სამწლიანი სასამართლო დავის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში ერთვება.

პარტიის განახლებულ პროგრამასა და სტრატეგიაზე სასაუბროდ პარტიის ლიდერი გოჩა ჯოჯუა ხელმძღვანელობასთან ერთად სასტუმრო “ვერე ჰაუსში” მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “კვირას” პარტიის ლიდერმა გოჩა ჯოჯუამ განუცხადა,  პარტიამ  დღევანდელი შეხვედრის მიზანს მიაღწია.

”როდესაც სახელმწიფოებრივ საკითხებზეა საუბარი, არ უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომ ადამიანები იყოფოდნენ მტრებად და მეგობრებად. ეს პოლიტიკა სულ ცოტახანში დასრულდება.

არსებობს ხელისუფლება და დანარჩენი ვინც არის ოპოზიციაში, არის მტერი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს გზა ევროპულ ოჯახამდე მიგვიყვანს.

ვეცდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს შევუქმნათ პლათფორმა, რომლის გარშემოც მოხდება  პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება,- განაცხადა ჯოჯუამ.

მისი თქმით, პარტიის განახლებული პროგრამის, ტაქტისა და სტრატეგიის პრეზენტაცია გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები