სირიაში საჰაერო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

„Foxnews”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმა აღმოსავლეთ დამასკოსში, აჯანყებულების მიერ დაკავებულ გარეუბანზე მოხდა.
სირიის ოპოზიციური სამოქალაქო თავდაცვის „White Helmets“-ის და „ Syrian Observatory for Human Rights“-ის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად, 9 ადამიანი ქალაქ დოუმაში დაიღუპა, ერთი კი, ჰარასტაში.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. „დროა შევაჩეროთ ჯოჯოხეთი დედამიწაზე“, – განაცხადა მან.
ანტონიო გუტიერესი ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას მიესალმება და აღნიშნავს, რომ „რეზოლუციები მნიშვნელოვანია, თუ ეფექტურად ხორციელდება“.
მისივე თქმით, რეზოლუციებს განხორციელება და შენარჩუნება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები