ინგლისში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა ( ვიდეო)
“Abcnews”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლესტერში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. როგორც საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება, შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ლესტერში, ქალაქის ცენტრთან ახლომდებარე მთავარ ქუჩაზე, სამსართულიან შენობაში აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, მომხდარი ფაქტი ტერაქტად მივიჩნიოთ“.