ვიეტნამის პოლიციამ 100 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო

„Foxnews”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიეტნამელმა სამართალდამცველებმა 100 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 2 ნარკომოვაჭრე დააკავა, რომლებიც ჰეროინის ნარკოტიკული საშუალების შეტანას და გასაღებას ჩინეთში ცდილობდნენ.
დაკავებული ნარკომოვაჭრეების შემდეგ, პოლიციამ კიდევ დამატებით 3 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება ლაოსიდან ჩინეთის მიმართულებით გადაჰქონდათ.
პოლიციის ინფორმაციით, ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფების ლიდერი 31 წლის თრან ვენ ბანგია.
შეგახსენებთ, რომ ვიეტნამს მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს, რომლის თანახმად, ადამიანს, რომელსაც 100 გრამი ჰერონი აღმოაჩნდება, სიკვდილით სჯიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები