ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თურქი ქალბატონები სიკვდილით დასაჯეს
„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის სასამართლომ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თურქი ქალბატონები სიკვდილით დასაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილით 16 ქალბატონი დასაჯეს, ერთს კი სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.
როგორც „BBC” იუწყება, სიკვდილით დასჯამდე ქალებმა აღიარეს, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ მამაკაცებთან ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში ეხმარებოდნენ.