აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის შესაძლოა მოლაპარაკება შედგეს

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონთან ღია საუბრებისთვის, ფხენიანი მზადაა. ინფორმაციას „Washingtonpost” ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის დიპლომატიური შეხვედრის შემდეგ, სამხრეთ კორეის „Blue House“-ის განცხადებით, „ჩრდილოეთი მზადაა, შიდა კორეული საკითხები და ჩრდილოეთ კორეა-აშშ-ის ურთიერთობები ერთად გააუმჯობესოს“.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა. სავარაუდოდ, „ჩრდილოეთი“ აშშ-თან შეხვედრისას, ბირთვულ პროგრამაზე საუბარს არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები