ინგლისში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

ინგლისის ქალაქ ლესტერში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშვებული 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
ადგილობრივი დროით 7:00 საათზე, პოლიციის დეპარტამენტმა საკუთარ „Twitter” ექაუნთზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ ინციდენტის ადგილზე მისვლისგან თავი შეიკავონ.
ლესტერის პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, მომხდარი ფაქტი ტერაქტად შეფასდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთება ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე, მთავარ ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები