მიხეილ ჯანელიძე: გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დადგეს

მიხეილ ჯანელიძე – მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტს.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მძიმე შედეგი აქვს საქართველოს ოკუპაციას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე იყენებს ყველანაირ ბერკეტს, რათა ფაქტზე მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება. მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
”ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვცადეთ ძალიან მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის. აღნიშნული ფაქტის გაგებისთანავე მივმართეთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ, გადმოგვეცეს გარდაცვლილის ცხედარი. ასევე შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმას, რომ მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება. აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რომ შეიქმნას საერთაშრისო, ჰუმანიტარული, ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა საერთაშორისო მექანიზმების შექმნა”, -განუცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს.
ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. სააგენტო ”სპუტნიკ ასეტია”-ს ინფორმაციით, ტატუნაშვილი ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდის ბრალდებით ახალგორში დააკავეს და დაკითხვაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები