ივანკა ტრამპი სამხრეთ კორეაში ოლიმპიურ ფინალს დაესწრება

სააგენტო „thenews.com.pk“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანკა ტრამპი, სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების ცერემონიაზე, აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მის უფროს ქალიშვილს, რომელიც მისი მრჩეველიცაა, სთხოვა, რომ ფიონჩანგში გაემგზავროს და „მაღალი დონის დელეგაციას ” უხელმძღვანელოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანკა ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, სავარაუდო შეხვედრა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები