კენიაში დაკავებულ მამაკაცს, მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო აღმოაჩნდა

კენიის დედაქალაქ ნაირობში, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც 1 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს გადატანას, დუბაიში ცდილობდა. ინფორმაციას „abcnews.go.com“ ავრცელებს.
კენიის შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 46 წლის ტანზანიელ მამაკაცს, 32 კილოგრამი ოქროს გადატანას, ნაირობიდან უკანონოდ აპირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი კენიაში დღეს ჩაფრინდა, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მამაკაცს დუბაიში ჩასვლა ჰქონდა დაგეგმილი.
პოლიციის ინფორმაციით, ტანზანიელი მამაკაცის დაკავება „სადაზვერვო სამსახურის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით მოახერხეს, მას ოქრო ჩამოართვეს და, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები