“მადლობა ღმერთს, ყველა შედეგი დადებითი და იმედისმომცემია”- პალესტინის პრეზიდენტი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, მან აშშ-ში სამედიცინო ტესტირება გაიარა, გამოკვლევების თანახმად, პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
პალესტინურ მედიასთან საუბრისას, პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აშშ-ში ყოფნის დროს სამედიცინო ტესტირების ჩატარების კარგი შესაძლებლობა მიეცა.
პალესტინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდ აბასი პალესტინაში შაბათს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები