ინდიანას შტატში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში, ინდიანას შტატში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
როგორც პოლიციამ განაცხადა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ადგილობრივი დროით 7:21 საათზე ინდიანაპოლისიდან აფრინდა. პოლიციის სერჟანტი ტონი სლოქამი აცხადებს, რომ „ვფიქრობთ, საჰაერო ავარიის დროს არავინ გადარჩენილა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები