ესპანეთში, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, პოლიციელი ემსხვერპლა (ვიდეო)

ესპანეთში ბილბაოს „ატლეტიკოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, 50 წლის ბასკი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „theguardian.com“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ადგილობრივი ბასკი პოლიციელები გულშემატკივრების გაშველებას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართლდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები