სირიაში სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ღუტაში, მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, სარაკეტო იერიში, სავარაუდოდ, ასადის რეჟიმმა განახორციელა, რომლის შედეგადაც, 13 უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, 120-მდე ადამიანი დაშავდა.
„The Syrian Observatory for Human Rights“-ის ინფორმაციით, თავდასხმა აღმოსავლეთ ღუტას მთავარ ქალაქში, დოუმაში მოხდა.
„ტერიტორიაზე წვიმდა, სავარაუდოდ, იერიში თვითმფრინავებს არ განუხორციელებიათ, როგორც ჩანს, რეჟიმმა რაკეტები გამოიყენა“, – განაცხადა ბრიტანეთის სამხედრო მონოტორინგის უფროსმა, რამი აბდელ რამანმა.
შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმის მიერ, ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, აღმოსავლეთ ღუტაში 335 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები