სანკტ-პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებმა დღეს ცენტრალური აზიის მკვიდრი დააკავეს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ტერორისტულ აქტს ამზადებდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ აღნიშნულ უწყებაზე დაყრდნობით აცხადებს.
„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, 2018 წლის 22 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგში, ცენტრალური აზიიდან ჩამოსული პირი დააკავა, რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და მოქალაქეების შეკრების ადგილებში გეგმავდა“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. დაკავებულის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები