ბრიტანელმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, ერთ-ერთ გზატკეცილზე აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ერთი პირი დააკავეს, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც „Skynews” იუწყება, ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა ადამიანი, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა, უკვე გარდაცვლილი იყო.
ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ავტომაგისტრალი დაუყოვნებლივ გადაკეტა და საგამოძიებო სამუშაოები დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში, გამოძიების დასრულებამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები