ანგელა მერკელი ევროპას, მიგრანტების მიმართ „სოლიდარობისკენ“ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიგრანტების „შემოდინების“ საკითხი მოაგვარონ და ასევე ერთობლივი მუშაობით გადაჭრან ის პრობლემები, რომლის მიხედვითაც ადამიანები იძულებულები არიან, საკუთარი ქვეყნის საზღვრები დატოვონ.
ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დაწყებდამდე, მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა უნდა იცოდნენ „სოლიდარობა არ არის ცალმხრივი ქუჩა“ და ყველამ უნდა იბრძოლოს, „საერთო ევროპული ფასეულობების“ დასაცავად.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები, თავშესაფრის მაძიებელთათვის, სამართლიანი კვოტის სისტემის საფუძველზე უნდა შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები