გერმანიაში სადო-მაზოხიზმით დაკავებული 65 წლის ქალი მოკლული იპოვეს

გერმანიის ქალაქ ესენში მცხოვრები 65 წლის ანჟელიკა, რომლის გვარიც არ საჯაროვდება, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. დაღუპულის მეზობლების თქმით, ის სექს-ინდუსტრიის წარმომადგენელი იყო და მასთან კლიენტები ყოველდღიურად მოდიოდნენ. ანჟელიკა სადო-მაზოხისტური ფორმატის როლური თამაშებით იყო დაკავებული. დაბმის და ძალადობრივი სახის როლურ თამაშებში, ქალბატონი კლიენტებს, სექსის დროს გაგუდვის იმიტირებასაც სთავაზობდა.
ქალის ცხედარი მის კუთვნილ ბინაში აღმოაჩინეს, სადაც განთავსებული იყო სექს-სათამაშოები, სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოწყობილობები და ტანსაცმელი.
ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონი გაგუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები