ინდონეზიაში მეწყერის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაკარგულად ითვლება

„Foxnews”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიის კუნძულ ჯავაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 5 ადამინი დაიღუპა, 15 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კატასტროფის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ნიჩბებით და სხვადასხვა ხელსაწყოებით, დაკარგული ადამიანების პოვნას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კუნძულ ჯავას ოფიციალური წარმომადგენლის ეკო ანდალასის განცხადებით, მეწყერი კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, მისი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების ეშინიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები