უკანონო ვაჭრობის შედეგად ამოღებული 41 000 ღირებული ნივთი -„Europol“ ინფორმაციას ასაჯაროებს

„BBC”-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, რომლებიც მსოფლიოს 81 ქვეყნიდან არიან, უკანონო ვაჭრობისა და არალეგალური გადაზიდვის შედეგად, 41 000 უძველესი ღირებული ნივთი ამოიღეს, როგორიცაა: ქანდაკებები, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტები, ავეჯი, ცეცხლსასროლი იარაღები და ფერწერული ნახატები.
„Europol“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აეროპორტების, აუქციონებისა და ინტერნეტ ფასდაკლების ვებ-გვერდების მასშტაბური შემოწმებები დაიწყეს, რომლის შედეგადაც უძველესი ნივთების ამოღება მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში სამართალდამცველებმა 2000- ზე მეტი კულტურული ნივთი ამოიღეს, მათი უმეტესობა „რომის იმპერიის“ უძველესი მონეტებისგან და არქეოლოგიური ნივთებისგან შედგება, რომლებიც ძირითადად კერამიკულია, ასევე ბევრი მათგანი ლითონისგან და ქვისგან არის დამზადებული.
პოლიციამ ცალკეული ნივთებიც ამოიღო, რომლებიც დამზადებულია სპილოს ძვლისგან, მათ შორის ქანდაკებები და ბიუსტები.
ამოღებულ ნივთებს შორის, უძველესი ტრადიციული იაპონური ხმალიცაა.
სამართალდამცველების მიერ გავრცლეებული ინფორმაციით, ძველი ნივთებით მოვაჭრე კრიმინალები, კოლექციონერებთან დაკავშირებას ონლაინ რეჟიმში ახერხებდნენ, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით ისტორიული ნივთების გაყიდვას არალეგალურად ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები