ავიაკომპანია RYANAIR-მა ქუთაისიდან ფრენები შესაძლოა, 2019 წელს დაიწყოს

„ავიაკომპანია Ryanair-თან 2019 წელს ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
ამასთან, ქეთევან ალექსიძე ამბობს, რომ „Ryanair-ის წარმომადგენლებთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, საუბარი არ მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებთან დაკავშირებით.

„ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისაც“, – აღნიშნა ალექსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები