კრწანისის რაიონის გამგეობა ადგილმდებარეობას იცვლის

თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა ადგილმდებარეობას იცვლის. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„26 თებერვლიდან კრწანისის გამგეობის შენობა ახალ მისამართზე – კრწანისის ქუჩის II შესახვევის N33-ში განთავსდება. რაც შეეხება მოქალაქეთა მომსახურებას, ამ ეტაპზე, გამგეობა განცხადებების მიღებას ორთაჭალის ქ. N4-ში უზრუნველყოფს, სადაც კალა-ორთაჭალის საუბნო განყოფილება მდებარეობს. უცვლელი რჩება გამგეობის სატელეფონო ნომრები: 2 37 41 63;  2 37 26 83“,- აცხადებენ კრწანისის გამგეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები