იემენში საჰაერო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ იემენში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას „xinhuanet.com“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა საუდის არაბეთის კოალიციამ განახორციელა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, საჰაერო იერიშის სამიზნე მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ავტომობილით, საჰარას გზატკეცილზე მდებარე პოპულარულ მაღაზიაში მიდიოდნენ.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები