მონტენეგროში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონტენეგროში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა თავდამსხმელმა, აშშ-ის საელჩოს შენობას ასაფეთქებელი ნივთიერება ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც „BBC” იუწყება, ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ, ხელყუმბარა იყო.
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა, მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ინციდენტის ადგილთან მისვლისგან თავი შეიკავონ.
ინციდენტი ოთხშაბათს ღამით მოხდა.
სამართალდამცველებმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა „ New York Times „-თან საუბრისას განაცხადეს, რომ თავდასხმის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები