შეიარაღებული მასწავლებლები თავდასხმას შეაჩერებენ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სკოლის პერსონალი, თუკი ცეცხლსასროლი იარაღით იქნება შეიარაღებული, თავდასხმას მოიგერიებს. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, სკოლებში მსგავსი მასობრივი მკვლელობა აღარ უნდა განმეორდეს.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, ასევე, მხარი დაუჭირა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის წესების გამკაცრებას.
„თუ გყავს მასწავლებელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული, ის კარგად შეძლებს თავდასხმის მოგერიებას, არავის სურს, სკოლაში სროლა დაინახოს“, – განაცხადა ტრამპმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
ფლორიდის მოსახლების განაცხადებით, იარაღის შეძენაზე, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და კონტროლი გამკაცრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები