სოფო ხუნწარია: იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია

თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ თბილისის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ დაგეგმილია ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა მათი ლიკვიდაცია.

მან ბიბლიოთეკებში დასაქმებულთა დაბალ ხელფასებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკართა გადამზადება მოხდება.

„ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას პროტესტი მოჰყვა გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია. როგორც იყო გაცხადებული, ეს არის თემა, რომელიც შეეხება სამართლებლივ პროცესებს. ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია, რაც, როგორც ხვდებით, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სოფო ხუნწარიას თქმით, ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა. მისი განმარტებით, თბილისში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად გაუმართავია.

„36 ბიბლიოთეკიდან 30 გვაქვს ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაში. მესამე პრობლემა, რაც გვაქვს, წიგნის შენახვის პრობლემაა, ამ მხრივ ასევე მძიმე მდგომარეობაა. ჩვენთვისაც გაუსაძლის პირობებში გიწევთ მუშაობა. შეუსაბამოა ის გარემო, რომელშიც თქვენ მუშაობთ. ბუნებრივია, შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, დაბალი ხელფასებია. ჩვენ უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა გავმართოთ სისტემა და მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები