გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სუბრეგიონალური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში როტერდამის კონვენციის სუბრეგიონალური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  ნინო თანდილაშვილმა კონვენციის   –  „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ ესაუბრა.

როტერდამის კონვენცია  საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შეფასების ინსტრუმენტისა და სხვა მიდგომების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ემსახურება კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირების მიერ ძალისხმევის და შესაძლებლობების გაძლიერებას საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, მეცნიერულად დასაბუთებული საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების მიღების კუთხით.

შეხვედრას სუბრეგიონის წევრი  ქვეყნების: სერბეთის, სომხეთის, ბულგარეთის,  რუსეთისა  და  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები