პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

პერუში, დღეს დილით, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეკიპას რეგიონში, მძღოლმა ავტობუსის საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და პანამერიკული ავტომაგისტრალიდან გადავიდა, შემდეგ კი 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 -მა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი ქვეყნის პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ უკვე გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები