ბრიტანეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 12 წლის გოგონას „Iphone“ წაართვა

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელმაც 12 წლის გოგონას „Iphone“-ი წაართვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტში გავრცელდა, რომელსაც სააგენტო “thenews.com.pk“ საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
ინციდენტი ინგლისში, კემბრიჯის ქუჩაზე მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს 12 წლის გოგონას „Iphone“-ი წაართვას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალოს, თუმცა სამართალდამცველებმა, გადაღებული ვიდეო-კადრების დახმარებით, მისი დაკავება მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა, დედასთან ერთად, მაღაზიაში სხვადასხვა ნივთის საყიდლად იმყოფებოდა.

https://www.thenews.com.pk/latest/283829-12-year-old-girl-assaulted-for-her-iphone

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები