ჰოლანდიაში მდებარე ახალგაზრდულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა – არიან დაშავებულები

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მდებარე ერთ-ერთ ახალგაზრდულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „nltimes.nl“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ერთ-ერთ ნაწილში ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
5-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მეხანძრეებმა ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, ქალაქის წარმომადგენლებმა, დაზარალებულები დროებით ახლომდებარე სასტუმროებში განათავსეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მომხდარ ფაქტთნ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები