ფილადელფიის სკოლაში, 15 წლამდე მოსწავლე, ცეცხლსასროლი იარაღით შესვლას ცდილობდა

მას შემდეგ რაც, პარკლენდის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოხდა და ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ 17 ადამიანი მოკლა, რამდენიმე დღეში „Abcnews.com”-მა ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ასახულია თუ როგორ ცდილობს 13-დან 15 -წლამდე ასაკის მოსწავლე, ცეცხლსასროლი იარაღით სკოლაში შესვლას, თუმცა სკოლის კარი დაკეტილია და რამდენჯერმე დაკაკუნების შემდეგ, უკან ბრუნდება.
ინციდენტი ფილადელფიაში მდებარე ფრედერიკ დუგლასის სამაგისტრო ქარტიის სკოლაში, ადგილობრივი დროით 3:20 საათზე მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდო ეჭვმიტანილს ეძებს, რომელიც სკოლაში შესვლას ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდა.
„Abcnews.com”-ის წარმომადგენლები სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები