აშშ-ის შტატ ალაბამაში პოლიციელი მოკლეს

აშშ-ის შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად, პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეარხი „WKRG-TV“ იუწყება. არხის ინფორმაციით, სროლა უკავშირდებოდა ქალის მკვლელობას, რომლის ცხედარიც სამშაბათს საღამოს იპოვეს. ორმხრივი სროლის შემდეგ, დაიჭრა მობილური პოლიციის თანამშრომელი ჯასტინ ბილა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა.
ინციდენტის შემდეგ, ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რობერტ ჰოლი საკუთარ სახლში შეიკეტა. რამდენიმე საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ სიტუაცია ამ ადამიანთან დაკავშირებით განიმუხტა. ტელევიზიის ინფორმაციით, ის დაიღუპა, თუმცა უცნობია, თავი მოიკლა თუ მისი ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს.
დაღუპული ქალბატონის შვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც სახლში შეიკეტა, მისი დედის ყოფილი მეუღლე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები