სირიის პრო-სამთავრობო ძალები აფრინის რეგიონში შევიდნენ (ვიდეო)

“BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის პრო-სამთავრობო ძალები, ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ.
სირიის სახელისუფლო ძალები მზად არიან, ქურთ მეამბოხეებს სამხედრო დახმარება გაუწიონ. შეგახსენებთ, რომ ქურთი მეამბოხეები ცდილობენ, თურქეთის ჯარებისა და მათი მოკავშირე სირიელი მეამბოხეების თავდასხმების მოგერიებას.
სირიელი პრო-სამთავრობო ძალები აფრინის რეგიონში, მძიმე და ჯავშანტექნიკით შევიდნენ.
თურქი სამხედროების განცხადებით, მათ აფრინის რეგიონი დაკავებული აქვთ და მზად არიან, სირიის პრო-სამთავრობო ძალებს უკან დახევა აიძულონ. ასევე განაცხადეს, რომ თუ სირიის სამთავრობო ძალები სამოქალაქო ომში მონაწილე ორ ძირითად „მოთამაშეს“ შორის ჩადგებიან, ისინი სირიის მთავრობის წინააღმდეგ იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა აფრინის რეგიონში საჰაერო და სახმელეთო იერიში 20 იანვარს დაიწყო.
„Syrian Observatory for Human Rights“-ის ინფორმაციით, თურქეთის ჯარებმა და სირიელმა ამბოხებულებმა ერთობლივი თავდასხმისა და შეტევის დროს, 45 სოფელი დაიკავეს.
ბრიტანული მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, საბრძოლო იერიშის დროს, აფრინის რეგიონში 205 სირიელი მეამბოხე და 219 ქურთი მებრძოლი დაიღუპა, თურქეთის განცხადებით კი, მათ 32 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები