“პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანია”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელს პარლამენტარ ნატო ჩხეიძეს შეხვდება. როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აბაშიშვილი შეეცდება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში დეპუტატისგან მიიღოს ინფორმაცია.

“საქართველოს პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. შესაბამისად, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა გარკვეული კითხვა გაჩენილა რომელიმე მედიასაშუალების მიმართ, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ ჩარეულიყო და ყურადღებით არ შეესწავლა”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებობს გარკვეული კითხვები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და ნატო ჩხეიძესთან შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები