საფრანგეთი საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას გეგმავს

„telegraph.co.uk“-ის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც საფრანგეთში ყალბი დოკუმენტებით არალეგალურად იმყოფებიან, 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მათ, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ, თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, 1 წლით მიესაჯოთ.
საემიგრაციო კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტ მაკრონის პარტიის წევრები აპროტესტებენ, საფრანგეთის მთავრობა დღეს განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მისი „რბილი“ საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი მიგრანტია.
გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი, ქვეყნის სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობს, მათ შორის რესტორნებში და ქარხნებში. მიგრანტები სამუშაო ადგილებზე, ყალბი პირადობის მოწმობით მუშაობენ. როგორც ხელისფულება აცხადებს, დაწესდება კონტროლი და ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიგრანტებისთვის სასამართლო პროცესი გარდაუვალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები