ფიონჩანგში მაიკ პენსისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ჩაიშალა

CNN -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ქალაქ ფიონჩანგში, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას უნდა შეხვედროდა, მათ შორის კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩჟონს, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ შეხვედრა ბოლო მომენტში ჩაშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პენსი მზად იყო დელეგაციისთვის აეხსნა, თუ რატომ უნდა განაცხდოს უარი ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე.
ინფორმაციის თანახმად, აშშ ფხენიანზე ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, მაიკ პენსი არ მივიდა მიღებაზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის დელეგაცისთან ერთად უნდა ევახშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები