კონგოში ცეცხლსასროლი იარაღით 2 მამაკაცი მოკლეს

კონგოში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 ადამიანი მოკლა, ერთი კი მძევლად აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებზე განხორციელდა. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
როგორც ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო აცხადებს, ისინი „Hydraulique Sans Frontieres“-ში მუშაობდნენ.
ინციდენტი კონგოს ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია „Kivu”-ში მოხდა.
აღმოსავლეთ კონგო, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შეიარაღებული ჯგუფების ტერიტორიად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები