კონცერტები პროექტ ,,თანადგომის“ ფარგლებში გრძელდება
ღონისძიებები, რომლებიც პროექტ “თანადგომის” ფარგლებშია დაგეგმილი, გრძელდება. მასში ოზურგეთის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული კვარტეტი “ჰარმონიაც” ჩაერთო. მათ “გურიის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის” ბენეფიციარებთან ერთად კონცერტი გამართეს. კონცერტზე გამოსულმა მომღერლებმა საკუთარი ხელოვნება წარმოაჩინეს. სამომავლოდ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში რეგიონის სხვა შემოქმედებითი კოლექტივებიც მიიღებენ მონაწილეობას.