„ისლამური სახელმწიფოს“ დისლოკაციის ადგილი ავღანეთი და პაკისტანი ხდება

სირიასა და ერაყში განადგურებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენები, მეზობელ ქვეყნებში გადაადგილდნენ. ამის შესახებ „СНГ“-ს ქვეყნების ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა, ამავე უწყების ნაციონალური ცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ISIS”- ის საბრძოლო ღერძის ძირითადი ნაწილის უტილიზაციის შემდეგ, მისმა „ნარჩენებმა“ სხვა რეგიონებში მოახდინეს ევაკუაცია. ავღანეთში და პაკისტანში მიმდინარეობს „ისლამური სახელმწიფოს“ დისლოკაციის ახალი ბაზის ფორმირება. “მან აღნიშნა, რომ „ISIS“-ი, ფაქტობრივად, ატარებს რებრენდინგს და თავს ისე ინარჩუნებს, „როგორც გლობალური რელიგიურ-პოლიტიკური პროექტი და როგორც სამხედრო-პოლიტიკური მოდელი“. ნოვიკოვის განცხადებით, ავღანეთში ბოევიკების ტრანზიტი მიმდინარეობს იგივე სქემით, როგორც ეს ერაყსა და სირიაში ხდებოდა.
„იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის, ჩვენ ვხედავთ „ISIS”-ის სავარაუდო აქტიურობის სცენარს ავღანეთში, უახლოეს მომავალში. არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „ISIS“-ი შეეცდება ჰეროინის ტრაფიკზე კონტროლი ხელში ჩაიგდოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები