ამერიკელმა მოქალაქეებმა და სტუდენტებმა თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)

აშშ-ში, თეთრ სახლთან, მოქალაქეებმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იარაღის შეძენაზე დაწესებული კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს.
საპროტესტო აქცია „Teens For Gun Reform“-ის ორგანიზებილი იყო, რომელიც მოზარდის მიერ, პარკლენდის სკოლაში განხორციელებული მასობრივი მკვლელობის შემდეგ, სპეციალურად შეიქმნა.
საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყო, მონაწილეებმა სამი წუთის განმავლობაში „მწოლიარე“ აქცია გამართეს.
შეგახსენებთ, რომ პარკლენდის სკოლაში 14 თებერვალს, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 14 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაიღუპა.






კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები