მექსიკელი სამართალდამცველები დაკარგულ იტალიის მოქალაქეებს ეძებენ

მექსიკის ხელისუფლება სამ იტალიელ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ქალაქ იალისკოდან გაუჩინარდნენ. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ნეაპოლის მოქალაქეა, რომლებიც ბოლოს, ახალი წლის დღესასწაულზე, მექსიკაში მდებარე ქალაქ „Tecalitlán“-ში შეამჩნიეს.
როგორც „BBC” იუწყება, მამაკაცები მას შემდეგ გაუჩინარდნენ, როდესაც იტალიელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დააკავეს.
მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში, ადგილობრივ სამართალდამცველებს, იტალიელი დიპლომატებიც ეხმარებიან.
გასულ კვირას, ნეაპოლის ქუჩებში, დაკარგული მამაკაცების ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიდნენ, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მექსიკის მთავრობისგან, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები