ნიგერიელი სკოლის მოსწავლეები „Boko Haram“-ის მებრძოლების თავდასხმას გადაურჩნენ

“BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიის ერთ-ერთ სკოლაზე „Boko Haram“-ის მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს, თუმცა აფეთქებებისა და სროლის შედეგად გამოწვეული ხმაურის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა და პერსონალმა, გაქცევა მოახერხეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ნიგერიის მთავრობის წინააღმდეგ, აჯანყებულთა შეიარაღებული ჯგუფის „Boko Haram“-ის მებრძოლებმა, ქალაქ დაპაჩში „პიკაპის“ ტიპის ავტომობილებით შეაღწიეს, ამბოხებულები ასაფეთქებელ ნივთიერებებს აფეთქებდნენ და ცეცხლსასროლ იარაღს უმისამართოდ ისროდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში, „Boko Haram“-ის მებრძოლებმა, ნიგერიის ერთ-ერთი ქალაქის სკოლიდან, 270 გოგონა გაიტაცეს.
დაპაჩის მოსახლეობის განცხადებით, ამბოხებულებს მათი სკოლიდანაც სურდათ მოსწავლე გოგონების გატაცება, თუმცა მას შემდეგ, რაც სკოლა ცარიელი დახვდათ, მისი გაძარცვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნიგერიის სამხედროებმა, საჰაერო ძალების დახმარებით, ამბოხებულების თავდასხმა მოიგერიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები