სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაზე თავდასხმა განახორციელეს – არიან დაღუპულები

აღმოსავლეთ ღუტაში, სირიის სამთავრობო ძალების მიერ, მეამბოხეებზე განხორციელებულ საჰაერო და სარაკეტო თავდასხმას, 98 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 20 ბავშვია. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს სულ მცირე 470 ადამიანი დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.
„BBC”-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტაში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 2013 წლიდან ალყაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები